მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ტურისტი ეწვია ზამთრის კურორტებს? - სტატისტიკა

609cde32005f9
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 12:12
1725
მთის კურორტების განვითარების კომპანია 2020-2021 წლის სამთო-სათხილამურო კორორტებზე გვიან დაწყებული სეზონის შედეგებს აჯამებს. როგორც ცნობილია, გასულ წელს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთო კურორტები სეზონის განმავლობაში დახურული იყო და მისი გახსნა მხოლოდ 8 მარტისთვის მოხერხდა. უნდა აღინიშნოს, რომ კურორტზე მოქმედ ბიზნესებს ოპერირების ნებართვა 25 თებერვლიდან მიეცათ, ხოლო ოთხივე სათხილამურო კურორტზე საბაგიროები და შესაბამისად სათხილამურო ტრასები 8 მარტიდან ამოქმედდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ოთხივე სათხილამურო კურორტზე - გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია, სეზონი 8 მარტს გაიხსნა და ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 25 აპრილამდე ეტაპობრივად დაიხურა, რა პერიოდშიც კურორტებს სულ 134 183 პირი ესტუმრა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.

2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონის ჯამური სტატისტიკა ოთხივე კურორტისთვის:

სათხილამურო არეალებში ვიზიტორების რაოდენობა - 134 183 სტუმარი;

გაყიდული აბონემენტების რაოდენობა (ყველა კატეგორია) - 78 462;

ვიზიტორების რაოდენობა სათხილამურო არეალების მიხედვით:

გუდაური - 83 055;
ბაკურიანი - 35 166;
მესტია (ჰაწვალი-თეთნულდი) - 8 700;
გოდერძი - 7 262“, - ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.