10.იანვარი .2020 12:07

რამდენია McDonald’s Georgia-ს შენატანი 2019 წლის ბიუჯეტში?

views 2319
უკან

2020 წელს თბილისს McDonald’s-ის 2 ახალი რესტორანი შეემატება - ერთი მათგანი კახეთის გზატკეცილზე განთავსდება, მეორე კი აღმაშენებლის ხეივანში. ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, ეს მე-17 და მე-18 რესტორანი იქნება საქართველოს მასშტაბით. მისი თქმით, მხოლოდ “მაკდონალდსმა” გასულ წელს ბიუჯეტში 22.5 მილიონი ლარი შეიტანა.

“ეს ორი რესტორანი იქნება “მაკდონალდსის” მე-17 და მე-18 რესტორანი. მინდა, “მაკდონალდსი” წარმოჩინდეს, თუ რას წარმოადგენს ის საქართველოსთვის. ხშირად ამბობენ, რომ ჭყონიამ გახსნა რესტორანიო, რეალურად ეს სახელმწიფოში იხსნება და არა მხოლოდ ჩემთვის. მხოლოდ მაკდონალდსმა 2019 წელს 22.5 მილიონი ლარი შეიტანა ბიუჯეტში,“ - ამბობს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლომდე ბურგერების პურის ქარხნის მშენებლობაც დაიწყება და კოკა-კოლის ახალი ქარხანა ნატახტარში თებერვლის ბოლოს სრული დატვირთვით ამუშავდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა