მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია საქართველოს ექსპორტი რეექსპორტის გარეშე?

5e4e3e077c0e4
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.20 12:27
1994
2020 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში საქონლის ექსპორტი 10%-ით, $262 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტში $51.7-მილიონით პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს. ოფიციალური მონაცემებით, საქონლის ერთი მესამედი, რომელიც საქართველოდან ექსპორტის სახით გადის რეექსპორტს წარმოადგენს. 

რეექსპორტის გარეშე, ადგილობრივი საქონლის ექსპორტი $177.1 მილიონი იყო, რაც ჯამურ ექსპორტთან შედარებით, $84.9 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

რეექსპორტის გარეშე, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $49.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%;



ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $16 მილიონი, ზრდა (არ ფიქსირდება);



ფეროშენადნობები - $15.4 მილიონი, კლება წინა წელთან 15%;



ყურძნის ნატურალური ღვინოები - $14.7 კლება წინა წელთან 6.4%;



აზოტოვანი სასუქები - $11.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31.5%;



ოქრო - $7.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25.9%;



მინერალური და მტკნარი წყლები - $7.4 მილიონი, კლება წინა წელთან 5.4%;



სპირტიანი სასმელები - $5.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 48%;



ტრიკოტაჟის ნაწარმი - $3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 33%;



ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - $2.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%.