მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე დღეში Phubber-ის ახალი ვერსია დაიდება - გიორგი ჩუგოშვილი

60ae4accde583
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.21 18:20
811
რამდენიმე დღეში Phubber-ის ახალი ვერსია დაიდება. პოსტს თავის ფეისბუქგვერდზე კომპანიის თანადამფუძნებელი აქვეყნებს.

გიორგი ჩუგოშვილი ტანსაცმლისა და აქსესუარების რეალიზაციის ქართულ პლატფორმას, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ Instagram-ს ადარებს და მომხმარებელს ეკითხება - „Instagram თუ Phubber?“ ორივე მათგანის პრიორიტეტების დასახელების შემდეგ კი ამბობს, რომ Phubber-ის განახლებული აპლიკაცია, რომელსაც გუნდი MaxinAI-სთან ერთად 3 თვის განმავლობაში ამუშავებდა, საქართველოს გარდა უკრაინის ბაზარზეც ჩაეშვება. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, როგორც გიორგი ჩუგოშვილმა BM.GE-ის უთხრა კომპანიამ აპლიკაციის განახლებული ვერსიის შესაქმნელად, დაახლოებით, 50 000 ლარი ჩადო.

BM.GE გიორგი ჩუგოშვილის პოსტს, კომპანიაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ, უცვლელად გთავაზობთ.

„როდესაც 1 კლიკით ტანსაცმლის ონლაინმაღაზიის გახსნაზე ფიქრობს ადამიანი, უკვე ეს ორი ვერსია მოდის თავში.
ეს დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ასევე დიდი გამოწვევა, რა თქმა უნდა.
Instagram უფრო სწრაფია ვიდრე Phubber;
Instagram-ის UX/UI ბევრად კარგია ვიდრე Phubber-ის;
Instagram-ზე უფრო მარტივია პოსტის დადება ვიდრე Phubber-ზე;
Instagram-ს უფრო გამართული რეკლამების ფუნქციონალი აქვს, უკეთესი ტარგეტირებით ვიდრე Phubber-ს;
Instagram-ზე საკომისიო არ არის, Phubber-ზე არის;
Instagram-ის მაღაზიაში ნაყიდი შეიძლება უფრო მალე მიუვიდეს მყიდველს, თუ გამყიდველს სცალია და თვითონ მიაწვდის, ან პირდაპირ გაუგზავნის ხარისხის კონტროლის გარეშე;
Instagram სთორებიც მაგარი რამეა, Phubber-ს არ აქვს;
Instagram-ს აქვს ჩათი, Phubber-ს არ აქვს;
ალბათ კიდევ ბევრი არგუმენტია, რომლის გამოც Instagram არის Instagram და რთულია აჯობო, თუმცა
Instagram-ში ვერ დარეკავეთ;
Instagram-ში დიდად არ ადარდებთ თქვენი პრობლემა, არც გიცნობენ, და არც თავს მოიკლავენ, რომ გაყიდვები გქონდეთ;
Instagram-ს ბევრად ნაკლებად სჭირდებით, ვიდრე - Phubber-ს;
Instagram 10 წლისაა, Phubber-ი ჯერ - 2-ის;
Instagram ამერიკულია, Phubberი - ქართული;
Instagram-ზე გაკეთებული რეკლამით, დღგ-ს ვერ ჩაითვლით მაღაზიები;

რამდენიმე დღეში Phubber-ის ახალი ვერსია დაიდება.

2 წლის განამვლობაში რა ფუნქციონალებიც შევქმენით, 3 თვეში ნულიდან გადავეწერეთ;
ვეცადეთ მინიმუმ 10-ჯერ აგვესწრეაფებინა;
გავაკეთეთ სრული რედიზაინი;
დავამატეთ ბევრი ფუნციონალი;
ჩავაშენეთ Ubiety;
დანარჩენს ჩვენი მარკეტინგის გუნდი რამდენიმე დღეში მოგიყვებათ, იმედი გვაქვს მოგეწონებათ.
ეს ის აპლიკაციაა, რომელიც უკრაინაშიც გავა! Wait for It!

დიდი მადლობა, ყველას ვინც ბოლო თვეების განმავლობაში არ გვტოვებდით, მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია მნიშვნელოვნად შენელებული იყო და პატარა პროგრესები არ ჩანდა. არ ჩანდა იმიტომ, რომ დიდ პროგრესზე ვმუშაობდით და ორივეზე რესურსი არ გვყოფნის!

დიდი მადლობა დიზაინის და ტექნიკურ გუნდს სასწაულების მოხდენისთვის და დიდი მადლობა ჩვენ მეგობრებს MaxinAI-ში, თქვენ გარეშე Phubber ვეღარ წამოგვიდგენია“, - წერს კომპანიის თანადამფუძნებელი.