მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე გამოსავალი არ გვაქვს, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა - "გალფის" ვიცე-პრეზიდენტი

609580bfd93f3
თამთა ჯიჯავაძე
07.05.21 23:40
1005
ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალია ვაქცინაცია, რამდენიმე გამოსავალი არ გვაქვს. ამის შესახებ „გალფის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯიბლაძემ განაცხადა, რომელიც ერთვება FORBES HEALTH-ის კამპანიაში #აიცერი და საზოგადოებას დროული იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, პანდემიამ პირადად მას მოუტანა შიში იმისა, თუ რა იქნება ხვალ.

„ვაქცინაციას შეუძლია ისევ დაგვაბრუნოს იმ სამყაროში, რომლიდანაც ჩვენდა უნებურად გამოვედით. არ არის ნამდვილად ეს სამყარო უკეთესი, მიუხედავად იმისა, რომ იყო ვერსიები, რომ კოვიდის შემდეგ ყველაფერი კარგისკენ შეიცვლებოდა. ჩვენი მოვალეობაა, რომ ჩვენი შვილებისთვის, მშობლებისთვის, ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის და ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ავიცრათ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.