მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე მილიონი აღმოვაჩინეთ, მათი დაანგარიშება ტაბელების მიხედვით არ ხდებოდა - ფერაძე

636a679e6f771
თამთა ჯიჯავაძე
08.11.22 19:30
729
„რამდენიმე მილიონის ოდენობის თანხა აღმოვაჩინეთ, რომელთა შესაბამისი დაანგარიშება ტაბელების მიხედვით არ ხდებოდა“, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნამუშევარი სამუშაო დროის აღიცხვის კონტექსტში განაცხადა და ამ მიმართულებით, ე.წ. ტაბელების წარმოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, ტაბელების ამოქმედებით აღნიშნული პრობლემა მოგვარდა.

„განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ზეგანაკვეთურ სამუშაოს. თუ ადამიანი სამუშაო ადგილას ასრულებს ნორმირებულზე მეტ სამუშაო დროს, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის კოდექსის მიხედვით აღრიცხოს პროპორციულად ნამუშევარი საათები და შესაბამისი გაზრდილი ოდენობით მოახდინოს ანაზღაურება... ტაბელების ამოქმედებით აღნიშნული პრობლემა მოგვარდა... 

რამდენიმე მილიონი თანხა აღმოვაჩინეთ, რომელთა დაანგარიშებაც ტაბელების მიხედვით არ ხდებოდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შრომის კოდექსის მსგავსის მოთხოვნა დამსაქმებლის მიმართ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ოდენობა.

დღეიდან ე.წ. ტაბელების წარმოება გამარტივდა - რა შეიცვალა დამსაქმებლებისთვის?