მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე რეგიონული კომპანია უკვე დაინტერესებულია საქართველოში გადმოსვლით - ნათია თურნავა

5f7ed2c361ac8
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.20 13:00
916
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რამდენიმე რეგიონული კომპანია უკვე ფიქრობს საქართველოში გადმოსვლაზე. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც დაამტკიცეს დადგენილება, რომელიც საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ქართულ და უცხოურ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეღავათები შეეხებათ კომპანიებს, რომლებიც სანაოსნო და IT მიმართულებით მუშაობენ. 

„როდესაც ამ წესის შემუშავებაზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით ჩართულები, უკვე ამ ინფორმაციამაც კი მუშაობის პროცესში, როგორც კი გავრცელდა მისცა ბიძგი რამდენიმე კომპანიას ჩვენს რეგიონში, რომელმაც უკვე დაიწყო კონტაქტი, რომ გადმოვიდეს საქართველოში.

კონკრეტიკას მოვერიდები, თუმცა, მთლიანობაში ეს არის იმ რეალოკაციის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული სტრატეგიის შემდგომი გაგრძელება, რაც ჩვენ ამ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ და დავიწყეთ მიუხედავად გლობალური პანდემიისა შევძლოთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად განიხილებოდეს როგორც მიმზიდველი პლატფორმა, რომელიც მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, გამოიყურება ყველაზე უფრო სტაბილურად, სთავაზობს ყველაზე კარგ საგადასახადო და ბიზნეს გარემოს. ეს იქნება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიების, რომ შემოვიდნენ ამ ბიზნესში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.