მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის EBRD-ის სესხის პირობები, რომლითაც GOGC-მა ევრობონდები გამოისყიდა - ინტერვიუ ომარ ობგაიძესთან

5f6af40036d3c
ლიკა გურაბანიძე
23.09.20 11:35
1503

“ეს ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი გრძელვადიანი რესურსია” - ამის შესახებ “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ფინანსურმა დირექტორმა ომარ ოგბაიძემ, EBRD-ის მიერ ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის $250 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების რეფინანსირებაში დახმარების შესახებ საუბრისას “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც ოგბაიძე აღნიშნავს, კორპორაცია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაბრუნებას არ გეგმავს.

“18 სექტემბერს EBRD-თან ხელი 10 წლიანი სასესხო რესურსის გამოყოფის თაობაზე მოვაწერეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი გრძელვადიანი რესურსია. გამომდინარე იქიდან, რომ წლის დასაწყისში გეგმები გვქონდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავსულიყავით და არსებული ევრობონდების რეფინანსირება მოგვეხდინა - ეს გეგმები პანდემიასთან დაკავშირებულმა კრიზისმა შეგვიცვალა.შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული ევროობლიგაციების ვადის გასვლამდე ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა, ჩვენ ალტერნატიული გზების ძიება დავიწყეთ.

შემდეგი რამდენიმე წელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არ დავბრუნდებით. იმიტომ, რომ ჩვენი საპროცენტო დანახარჯები ახლა 2-ჯერ მცირდება, წლიურ ექვივალენტში ჩვენი ფინანსური ხარჯი დაახლოებით 7 მლნ დოლარით ნაკლებია. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავალთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, თუ ბაზარი ისე დასტაბილურდება, რომ ჩვენთვის ამჟამად არსებულ რესურსთან შედარებით კონკურენტული იქნება” - განაცხადა ოგბაიძემ.

ინტერვიუ ომარ ობგაიძესთან: