EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ გამოაქვეყნა PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს მოიცავს. კვლევაში საინვესტიციო გარემოზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან დაკავშირებული საკითხებიც არის განხილული. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა უკანასკნელ წლებში ამ მხრივ შეფერხება შეიმჩნევა.
“საქართველომ ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მიაღწია უზარმაზარ პროგრესს კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2010-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ეს პროგრესი შეფერხებულია. თუკი გაგრძელდება სასამართლო სისტემის რეფორმირება, მაშინ ეს ინვესტორებისთვის ქვეყნის მიმზიდველობას გააუმჯობესებს,”- ნათქვამია მიმოხილვაში.
ქვეყნის კანონის უზენაესობის მხრივ მდგომარეობის შეფასებისთვის მსოფლიო ბანკის მმართველობითი ინდიკატორების კვლევა გამოიყენება. მისი მიხედვით, საქართველოში კანონის უზენაესობა 64.11 პროცენტული პუნქტით ფასდება. ანგარიში აჩვენებს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, სასამართლოს რეფორმების ტალღების მიუხედავად, საქართველოს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, უცვლელია, მეტიც უკანასკნელ წლებში 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა კიდეც.
კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში, რომლის წევრიც საქართველოცაა, კანონის უზენაესობის საშუალო მაჩვენებელი 42 პროცენტული პუნქტია. კვლევა აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მოცულობით ყველაზე უკეთესი შედეგები აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც კანონის უზენაესობის რეიტინგში 75-დან 100 ქულამდე აქვთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი