მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე წელიწადში ელიავას ბაზრობა განახლებულ სახეს მიიღებს“ - ირაკლი ხმალაძე

5fe5ee1b64d72
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.20 19:12
2721
„რამდენიმე წელიწადში ელიავა განახლებულ სახეს მიიღებს“ - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენისას დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან შეთანხმდა სატენდერო პირობები და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა ირაკლი ხმალაძეს ბაზრობაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღი არ დაუკონკრეტებია.

„ტენდერი დასრულდა და გვყვავს გამარჯვებული კომპანია. სატენდერო პირობებში მესაკუთრეები იმიტომ გვყვავდა ჩართული, რომ მათი და პირველ რიგში იმ მოვაჭრეების ინეტერესები, ვინც იქ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, ყოფილიყო გათვალისწინებული. რა დოკუმენტსაც შეადგენს გამარჯვებული კომპანია და შემდგომში გადაამუშავებს თბილისის მერია დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნება თქვენთან - თბილისის საკრებულოში და ერთად მოგვეცემა ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში ელიავა მიიღებს განახლებულ სახეს, სწორედ ისეთი სცენარით როგორსაც განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. ამ პროცესში ჩართულები იქნებიან მესაკუთრეები და პირველ რიგში დაცული იქნება მათი და კერძო მოვაჭრეების ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შემდეგ დედაქალაქის ცენტრში ელიავას ბაზრობის ფუნქციონირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანის სხვადასხვა ვერსიები განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ დედაქალაქის მერიაში ბაზრობის მესაკუთრეების ინტერესების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ბაზრობა თავის ადგილზე დარჩენილიყო, თუმცა მისი იერსახე უნდა შეიცვალოს.