საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა აუცილებელია იმისათვის, რომ სასტუმროების ბიზნესი გადარჩეს, – ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ „აჭარა ჯგუფის“ მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად რომ სასტუმროებს სერვისი გაუძვირდათ, ფასები „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროებში დაკლებულია და ადგილობრივ ვიზიტორებზეა მორგებული.
„დაახლოებით 50%-ით არის დაკლებული ფასი და არის ლარში, რადგან მოერგოს ადგილობრივ მოგზაურებს და ყველამ შეძლოს დასვენება. დატვირთვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უფრო რეგიონებზეა დატვირთვა, გავხსენით „რუმს ყაზბეგი“ და „რუმს კოხტა“ ბაკურიანში. ძირითადად ჯგუფის მასშტაბით დატვირთვა არის 20-30%, როდესაც ადრე იყო 70-80%. რაც შეეხება დედაქალაქს, გახსნილია „ჰოლიდეი ინი“ და ასევე „სტამბას“ ნაწილი“, – აღნიშნა ლევან ბერულავამ.
„აჭარა ჯგუფის“ მმართველმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს უცხოელი მომხმარებლებისთვის შეთავაზება, თუმცა, ჯერ ზუსტად ვერ ამბობენ როდის გაიხსნება საზღვრები.
„სანამ პანდემია დაიწყებოდა საქართველო ზენიტში იყო ტურიზმის მსოფლიო მასშტაბით, ძალიან სასურველი მიმართულება იყო უცხოელი სტუმრებისთვის როგორც აზიიდან, ასევე ევროპიდან და ამერიკიდან. ახლა ძალიან რთულია ამ ყველაფრის ნულიდან დაწყება. რა თქმა უნდა, „აჭარა ჯგუფი“ გააგრძელებს ყველანაირი ზომის მიღებას, რათა წელს თუ არა მომავალ წელს მაინც რაღაც დონეზე დავუბრუნდეთ იმ მაჩვენებელს, რომელიც მანამდე გვქონდა, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი, ჩვენზეც დიდი წვლილია ამაში. განსაზღვრული გვაქვს მარკეტინგული კამპანიებიც და ის ქვეყნებიც, რომლებშიც ამას განვახორციელებთ“, – აღნიშნა ლევან ბერულავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე