სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, სადაზღვევო პაკეტებზე ფასების ცვლილება დღესაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დევი ხეჩინაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.
„სადაზღვევო პაკეტებზე ფასების ცვლილება ხდება. ნებისმიერი სადაზღვევო პროდუქტის წარმოება გარკვეული ხარჯების ჯამია. ყველაფრის ფასი მნიშვნელოვნად და სწრაფად იზრდება. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჯანმრთელობის დაზღვევაა, რომლის ნაწილშიც მედიკამენტების გარდა ძალიან ბევრი რამ გაძვირდა, იგივე ხდება ავტოდაზღვევის შემთხვევაშიც“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
კითხვაზე, რამდენით გაძვირდა დღეისთვის დაზღვევა, სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი არ აზუსტებს რამდენი პროცენტით არის გაძვირებული პაკეტები, თუმცა ამბობს, რომ დარგი მაღალი ინფლაციის პირობებში პოლისების ფასს მინიმალურად ზრდის.
„ძალიან მიკვირს როგორ ახერხებენ ამას. ფორმალურად რომ შევხედოთ რამდენადაც გაიზარდა ის კომპონენტები, რისგანაც ჯანმრთელობის დაზღვევა შედგება, იმაზე 2.5-ჯერ ნაკლებად იზრდება დაზღვევის ღირებულება. სექტორი ფასებს ოპტიმიზაციისა და ეფექტურად მართვის ხარჯზე ინარჩუნებს. ეს არ არის კარგი, რადგან ეს ნიშნავს, რომ დარგი თავის რესურსებს სრულად წურავს. გასულ წლებში 87-88%-იანი ზარალიანობა კომპანიებს განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს, მათ ამისთვის ფული არ რჩებათ. ყველა, ვინც ამ სფეროში მონაწილეობს თვლის, რომ ლოკომოტივებია დასაძრავი და პირველი ასეთი ლოკომოტივი ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევაა“, - განმარტა ხეჩინაშვილმა.
ცნობისთვის: 31 მაისის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის აქტივები 1 მილიარდ 126 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%–ით მეტია, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%–ით და 319,1 მლნ ლარს შეადგენს.
„2022 წლის 5 თვის განმავლობაში ფინანსურმა მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 399,5 მლნ. ლარი, რაც 10%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით გაზრდილია ანაზღაურებული ზარალები და შეადგენს 186 მილიონ ლარს. კომპანიების სადაზღვევო მოგება 77 მილიონ 300 ათასი ლარია, ზრდა 14%–ია. ხოლო წმინდა მოგება 9 მილიონ 400 ათასი ლარია,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და მოგების შემცირების მიზეზებიც განმარტა. მისი თქმით, წმინდა მოგების შემცირება სადაზღვევო მოგების ზრდის ფონზე ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით არის გამოწვეული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი