მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაიაფდა კახეთის სასტუმროები - ახალი კვლევა

5f2165fea6947
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.20 16:45
1458
კახეთში სასტუმროების 82%-მა ოთახის ფასები შეამცირა, ხოლო 18%-მა ფასები შეინარჩუნა - ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ 2020 წლის ივნისის მესამე-მეოთხე კვირაში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

როგორც მიმოხილვაში წერია, ოთახის ფასის ცვლილებასთან მიმართებაში კახეთში არსებული განთავსების საშუალებების უმეტესობის მიდგომა ერთმანეთს ემთხვევა. გამოკითხული სასტუმროების 82%-მა ცვლილება შეიტანა საფასე პოლიტიკაში და ბაზარს დაკლებული ფასით დაუბრუნდა. მხოლოდ 18%-მა შეინარჩუნა იგივე საფასო პოლიტიკა, რაც მაღალი სეზონისთვის პანდემიამდე პერიოდში ჰქონდათ განსაზღვრული.

კვლევის მიხედვით, მთლიანობაში, კახეთის განთავსების საშუალებებში მიმდინარე სეზონზე ოთახის ღირებულებამ 37%-ით იკლო. 

გამოკითხული ჰოტელიერების თქმით, ინდივიდუალურად სასტუმროებში 15%-დან 60%-მდე ფასთა კლება აღინიშნება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმროების უმეტესობა სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს და აქციებს სთავაზობს, იქნება ეს ფასდაკლების ვაუჩერი, ბანკებთან კოლაბორაციით სპეციალური პირობები მომხმარებლებს, თუ 2+1 (დღის) აქციები.

რაც შეეხება გასულ წელს, გამოკითხული სასტუმოების წარმომადგენლების თქმით, 2019-ში ოთახის საშუალო ღირებულება მაღალ სეზონზე - 261 ლარს, ხოლო დაბალ სეზონზე 182 ლარს შეადგენდა.