მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაიზარდა აპრილში საქართველოს ეკონომიკა? – „საქსტატში“ 11:00 საათზე ბრიფინგია

60b394dbb5cff
თელარა გელანტია
31.05.21 09:00
682
დღეს საქსტატი აპრილში ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს 11:00 საათზე გამართავს.

შეგახსენებთ: 2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონკრეტული თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

რაც შეეხება 2021 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდის დონეს, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ის საკმაოდ მაღალი იქნება. ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წევრებიც აცხადებდნენ, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ელიან.