12.თებერვალი.2019 18:05
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

რამდენით გაიზარდა და ვისი ვალი აქვს საქართველოს?

რამდენით გაიზარდა და ვისი ვალი აქვს საქართველოს?
საქართველოს მთავრობის ვალი წლიურად $133,718,590-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ფიანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან გახდა ცნობილი. 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი $5,466,659,000 დოლარი იყო, შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში ვალის მთლიანმა ზრდამ 3% შეადგინა. სამთავრობო ვალის მთლიანი მოცულობა დღევანდელი გაცვლითი კურსით 14,513,981,000 ლარია.

ვალის მოცულობაში წამყვანი ადგილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უჭირავთ, ასევე, საქართველოსთვის დიდი მოცულობის კრედიტები აქვთ გაცემული ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსაც.

ვისი მართებს საქართველოს, საგარეო ვალის უმსხვილესი ოცეული:
  1. მსოფლიო ბანკი, მათ შორის IDA და IBRD - $1.94 მილიარდი;
  2. აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1.14 მილიარდი;
  3. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $478 მილიონი;
  4. გერმანია - $324 მილიონი;
  5. საფრანგეთი - $253 მილიონი;
  6. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - $217 მილიონი;
  7. იაპონია - $215 მილიონი;
  8. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $121 მილიონი;
  9. რუსეთის ფედერაცია - $61 მილიონი;
  10. ევროგაერთიანება (EU) - $43 მილიონი;
  11. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $30 მილიონი;
  12. ავსტრია - $20.5 მილიონი;
  13. აშშ - $20.2 მილიონი;
  14. ყაზახეთი - $17.6 მილიონი;
  15. თურქეთი - $15 მილიონი;
  16. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $14.4 მილიონი
  17. კუვეითი - $10.1 მილიონი;
  18. სომხეთი - $8.6 მილიონი;
  19. აზერბაიჯანი - 7.8 მილიონი;
  20. ირანი - $6 მილიონი.
ამასთანავე, საქართველოს საგარეო ვალში შედის ევროობლიგაციებიც, რომელთა ღირებულებაც $500 მილიონს შეადგენს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
101

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად