მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაიზრდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2022 წელს - TBC Capital-ის პროგნოზი

6249561fc454c
მარიამ იზორია
03.04.22 13:12
5171
"თიბისი კაპიტალის" თბილისის უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით 2022 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასები 11%-ით, ტრანზაქციები კი 14%-ით გაიზრდება. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

"თიბისი კაპიტალის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირინა კვახაძე პროგნოზირებს, რომ გარდა ფასებისა, ზრდა ტრანზაქციების მიმართულებითაც იქნება.

„რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენი პროგნოზები შეცვალა. ახლა ჩვენი სცენარი ასეთია - რუსეთი დასანქცირებულია, თუმცა არა სრულიად. ის შემოსავლების გენერირებას მაინც ახერხებს, ახორციელებს ენერგიის ექსპორტს. ამ ფონზე, კვლევის პროგნოზით, 2022 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების 11%-იანი ზრდა გვექნება. რაც შეეხება ტრანზაქციებს, აქ 14%-იანი ზრდა დაფიქსირდება. ეს ყველაფერი კი უძრავი ქონების ბაზარს 26%-ით გაზრდის.

ჩვენი პროგნოზები ომის გარეშე სცენარით კი ფასების 9%-იან, ტრანზქციების კი 13%-იან ზრდას ველოდით“, - აღნიშნავს "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი და დასძენს, რომ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ქირის ნაწილში უძრავი ქონების ფასი 33%-ით გაიზარდა. 

"თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ არსებული ტენდენცია სავარაუდოდ 2022 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა "რადგან ფასების მიმართულებით ძირითად გავლენას მიგრაცია ახდენს, არის რისკი, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები შემცირდეს, ამან კი სამომავლო გათვლებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს“, - განმარტა ირინა კვახაძემ.