მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაიზრდება წელს საბანკო სექტორი? - ასოციაციის მოლოდინი

6241cb292bbd1
თათია ჩაფიჩაძე
02.04.22 12:32
886
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ მათი მოლოდინი წელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით 2.5-3%-ის ფარგლებშია. რაც შეეხება საბანკო სექტორს, მისი თქმით, წლის დასაწყისში საუბარი იყო 10%-იან ზრდაზე, რაც შემცირდება, თუმცა რამდენით ამ ეტაპზე ვერ კონკრეტდება.

„რამდენიმე სცენარია, რასაც განვიხილავთ. დღეის მდგომარეობით ზრდის მაჩვენებელზე საუბარი რთულია, ამ ეტაპისთვის კვლავინდებურად ოპტიმისტურად ვუყურებთ რომ ზრდა შენარჩუნდება, თუმცა ის გათვლები, რაც იყო წლის დასაწყისში და შარშან, არარეალისტურია. 10%-ზე იყო საუბარი რომ გაიზრდებოდა საბანკო სექტორი, დღეს გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა დაკორექტირებას გამოიწვევს აღნიშნული მდგომარეობა.

ეკონომიკის თვალსაზრისით შევთანხმდით რომ სადღაც 2.5-3% უნდა იყოს ზრდის ტემპი და ამ გადათვლით ვნახოთ რა შედეგს მოგვცემს სექტორი, ეს კვარტალი უნდა დამთავრდეს და მერე შევაფასებთ კონკრეტულად.“ - განაცხადა ძნელაძემ.