ტექდათვალიერება შესაძლოა გაძვირდეს. ამ დრომდე დადგენილი საფასური, მსუბუქი ავტომობილებისთვის - 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარია. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რომ ტექინსპექტირების ბიზნესი შემცირებული მიმართვიანობის, მაღალი ინფლაციისა და 5 წლის განმავლობაში უცვლელი გადასახადის გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და აუცილებელია, ფასები მინიმუმ 30-50%-ით დაკორექტირდეს.
გარდა ამისა, ტექისნპექტირების ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასიანი უნდა გახდეს განმეორებითი ინსპექტირებაც, რაც ჯამური ინსპექტირების 35-40%-ია. მათივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ამ შემთხვევაში ფასი პირველადი ინსპექტირების 20-30%-ით განისაზღვრება.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების ნახევარი შემოწმებაზე არ ცხადდება. საყურადღებოა ისიც, რომ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება საქალაქო ტრანსპორტის მხოლოდ 15%-ს აქვს გავლილი.
ვითარების გაუმჯობესების წინაპირობად ის რეფორმაში მონაწილე სამივე მხარეს - სახელმწიფოს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას ასახელებს. მისივე თქმით, კერძო სექტორმა რეფორმის დასაწყისში დიდი ინვესტიცია ჩადო, დღეს საფასური ხარჯებს ვეღარ წვდება, შესაბამისად, ფასების ზრდა გარდაუვალია.
„ტექინსპექტირების საფასური ხარჯებსაც ვეღარ ფარავს, ვინაიდან ამ წლების განმავლობაში ლარი გაუფასურდა, მეორე – განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო და თუ ინსპექტორის შრომა არ არის შეფასებული, ინსპექტირების ხარისხი ვარდება. რეფორმა დგას საფრთხის წინაშე, რომ ის არ გახდეს ფორმალობა. თუ მაგალითად საქალაქო ტრანსპორტის სტატისტიკას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ავტობუსების და მიკროავტობუსების 85% არ ცხადდება ინსპექტირებაზე, მოშლილია მიმართვიანობის სისტემა, კანონის აღსრულების სისტემა, მონიტორინგის სისტემა.
ამ რეფორმაში მონაწილეობენ მომხმარებლები, ბიზნეს სექტორი და სახელმწიფო. ყველას თავისი როლი აქვს: სახელმწიფომ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირება, რომ ინსპექტირება უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის – ჩვენ კი ვიცით, რომ დღეს მოძრავი ხაზები დგას უძრავად და საერთოდ არ ადის მთიან ზონებში; ბიზნესს ჰქონდა შესასრულებელი პირობა, რომ აღჭურვა იქნებოდა მაღალი, ინსპექტორების ხარისხი და მომსახურება იქნებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; რაც შეეხება მძღოლებს, მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ ჰქონოდათ ინფორმაცია: რატომ არის ტექნინსპექტირებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი? მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის პროცესი, რომელმაც შეიძლება თავიდან აგვარიდოს ფატალური შემთხვევები. სახელმწიფომ უნდა შეასრულოს დაპირება. რეალურად, ბიზნესს გააწევინეს მაღალი რისკი, სერიოზული თანხა ჩაადებინეს, და დღეს ეს საფასური აღარ ფარავს ხარჯებს...
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად უნდა გაიზარდოს ტექინსპექტირების გავლა, ბიზნესის ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს ფასის დაახლოებით 50%-ით ზრდა.
მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები, ვნახეთ რომ ფასის ზრდის საჭიროება დგას, რადგან გაძვირდა ყველაფერი: გაიზარდა კომუნალური გადასახადები, გაიზარდა ხარჯი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, გაიზარდა მათი სესხის გადასახადი, იმიტომ რომ ხარჯისთვის მათ აიღეს სესხი ევროებში და ამის დაფარვა ვეღარ ხერხდება. ინსპექტორის ხელფასი უნდა გაიზარდოს, რომ მას არ ჰქონდეს სხვა დაინტერესება“ - განაცხადა მესხიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის ზრდის მიუხედავად ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა კლებულობს. 2021 წელს 2019 -თან შედარებით სავალდებულო შემოწმება 60 ათასი ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა. მიმდინარე წლის მონაცემები კი 2021 წლის მაჩვენებლებს კიდევ 20%-ით ჩამოუვარდება.
ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1.5 მლნ-ია, სიდანაც აქტიური 1 მლნ-მდე ავტომობილია. მათგან ინსპექტირება 750 ათასს აქვს გავლილი, გზებზე კი სავარაუდოდ 200 ათასამდე დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება.
ინფორმაციისთვის, ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარი. თუმცა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ჯარიმის მოცულობა განმეორების შემთხვევაში გასამმაგდება და 50-ის ნაცვლად 150 ლარით განისაზღვრება. ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი