მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილთა რიცხვი?

61c83c8a73b95
თელარა გელანტია
26.12.21 13:55
573
2021 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმითვე, გაიზარდა შრომის პიროებების ინსპექტირების ინტენსიურობა/დარღვევების გამოვლენის სიხშირეც და რეაგირებაც.

„კერძოდ, სამსახურისათვის გაზრდილი მანდატი აისახა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებლები“, - აღნიშნა მან.