მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენჯერ უნდა შევძლოთ კრიზისიდან გამოსვლა? - ტურიზმის სექტორი შესაძლო “ლოქდაუნს” აპროტესტებს

607ca13fea2e5
მარიამ ადამია
19.04.21 09:30
503
“წარმოდგენა და გაფიქრებაც არ მინდა, რომ ქვეყანაში მესამე “ლოქდაუნი” შესაძლოა ამოქმედდეს”- ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში”, სასტუმრო “ადამოს” მმართველმა, მაია მახათაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სასტუმრო უკვე ემზადება ტურისტების მისაღებად, რისთვისაც მათ შესაბამისი ინვესტიცია განახორციელეს და პერსონალი გადაამზადეს. 

სასტუმროს მმართველი ამობს, რომ უცხოელი ვიზიტორების მიერ მათთან უკვე ჯავშნებიც არსებობს.

“საკმაოდ მაღალი ტენდენცია შეინიშნება სასტუმროში ჯავშნების რაოდენობის ზრდის და კიდევ ერთ “ლოქდაუნს” უბრალოდ ვერ გავუძლებთ. მაშინ გამოდის, რომ შემოდგომის სეზონს მოუსწრებს შემდეგი აღორძინება, არადა ამ დროს ისედაც პირიქით იკლებს მაჩვენებლები, არაპანდემიურ რეალობაშიც კი. არც მინდა დავუშვა, რომ ახალი ჩაკეტვის გადაწყვეტილებას სერიოზულად განიხილავენ, რა სცენარია ეს ჩემთვის გაუგებარია და უმჯობესია სერიოზულად გააცნობიეროს ყველამ ის შედეგები, რასაც მესამე “ლოქდაუნი” გამოიწვევს,"- განაცხადა მაია მახათაძემ.

შეგახსენებთ, რომ „მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად” პეტიციაც შეიქმნა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გავრცელდა. ეს არის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა, ექიმთა და ბიზნესის ერთობლივი პეტიცია, რომლის ხელმომწერნიც მიიჩნევენ, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელია, რომ მთავრობამ გაატაროს ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები და პირველ რიგში, საინფორმაციო კამპანიით დაიწყოს, როგორც COVID-19 ინფექციის საშიშროების, ასევე ვაქცინაციის შესახებ.