18.ოქტომბერი .2019 17:16

რამდენმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა? - "პროცესი შენელებულია"

views 343
უკან

საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ დღეს პარლამენტს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, სქემაში ჯამში 911 897 ადამიანია გაწევრიანებული, საიდანაც 737 254 კერძო სექტორში მუშაობს, 211 842 კი საჯაროში.

"დღეს დილის 9 საათის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 911 897 მონაწილე, აქედან კერძო სექტორიდან 737 254 ადამიანია ჩართული, საჯაროდან კი 211 842. კანონის თანახმად გარკვეული ასაკის მქონე ადამიანებს ჰქონდათ საშუალება დაეტოვებინათ სქემა და სულ მათი რიცხვია 162 103. მინდა აღვნიშნო, რომ გასვლის პროცესი შენელებულია და დღეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ტოვებს სქემას, სამაგიეროდ ყოველდღე გვემატება 800-დან 1000-მდე ახალი მონაწილე“ - განაცხადა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ.

მისივე თქმით, რაოდენობრივად კერძო სექტორიდან გასული ადამიანების რიცხვი თითქმის სამჯერ აჭარბებს საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობას.

„გასული ადამიანებიდან 119 ათასზე მეტი კერძო სექტორის წარმომადგენელია, 42 115 ადამიანი კი საჯარო სექტორში მუშაობს. სულ ჩართული კომპანიების რიცხვი 58 811-ია, რაც შეეხება ფონდის ღირებულებას ის 385 მილიონია, აქედან სარგებელი 9 მილიონ 306 ათას ლარზე მეტს შეადგენს.“ - განმარტა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო რეფორმა 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა