მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? - ფონდს 1.361 მლნ ბენეფიციარი ჰყავს

63be7f4850ca4
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.23 19:00
5035
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 7 546 950 ლარს შეადგენს.

სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული დეკემბრისთვის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.95 მილიარდი ლარია. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები კი - 438 მლნ ლარი.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის აშშ დოლარის შესყიდვა მარტის თვიდან დაიწყო და 31 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში.