მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა დასაქმებულმა და თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია? - ჯანდაცვის მინისტრი

5ed4c3e905f67
ინგა მურუსიძე
01.06.20 13:08
676
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 72 ათასმა მოქალაქემ, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, უკვე მიიღო კომპენსაცია, ხოლო თვითდასაქმებულებში ეს რიცხვი 51 ათასია. 

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დახმარების მიღებას ითხოვს და კომისიის მუშაობიდან გამომდინარე, მთავრობა ცდილობს, დახმარება იყოს დროული, რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

„ამ ეტაპზე ჩვენ გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე კომპენსაცია, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 14 მლნ ლარზე მეტს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მოგვმართა 51 ათასზე მეტმა მოქალაქემ, მათზე გაცემული თანხის ოდენობა არის 15 მლნ ლარზე მეტი.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მაისის დახმარებები სრულად არის დარიცხული იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეკუთვნოდათ, ასევე შშმ ბავშვებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელიც ამ სეგმენტში მოხვდა. კომისია ახლაც მუშაობს, განიხილავს შემოსულ დოკუმენტებს და 1 ივლისამდე გაგრძელდება დოკუმენტაციის მიღება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.