მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ფერმერმა ისარგებლა აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით? - განახლებული სტატისტიკა

5efc8c4ae89e7
BM.GE
01.07.20 19:00
817
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროდიზელით ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, 81 500-ზე მეტმა ფერმერმა 24 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი უკვე მიიღო.

„იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 2 200 000 ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.
პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, ძალაშია დადგენილი წესი - 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, შესაძლებელია დიზელის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა.

თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.