მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ფერმერმა ისარგებლა სახელმწიფო დახმარებით - უახლესი სტატისტიკა

5eff2394d5fe9
BM.GE
03.07.20 16:19
962
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას იღებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1 ივლისის მონაცემებით:

• სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 53,900 ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 10,7 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

• აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 81,500-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფერმერებმა 24,000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 2,200,000 ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.

• აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 14,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15 ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება.

• შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1150 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 20 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 1,7 მლნ ლარს აჭარბებს

• აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 551 განაცხადი. განაცხადების უმეტესობა, 250 -ზე მეტი განაცხადი, რომელიც პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსულია 200-ზე მეტი განაცხადი. მათგან პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 100-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.