მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა კოოპერატივმა ისარგებლა რძის წარმოებისა და მეფუტკრეობის მხარდამჭერი პროგრამებით?

61a0bac9c6a60
მარიამ ვარადაშვილი
29.11.21 09:40
474
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2016-2020 წლებში თანადაფინანსება 27-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო. ამის შესახებ BMG-ის სოფლის განვითარების სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოს ცნობითვე, ამ კოოპერატივებმა ჯამში სახელმწიფოსგან რძის გადამმუშავებელი აღჭურვილობის დაფინანსებისთვის 2.9 მლნ ლარზე მეტი მიიღო.

რეგიონების მიხედვით, დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა: გურიაში დაფინანსდა 2 კოოპერატივი; თბილისში 1; კახეთში -2; მცხეთა-მთიანეთში -2; რაჭა-ლეჩხუმში- 4; სამეგრელოში -2; სამცხე-ჯავახეთში-1 და ქვემო ქართლში - 4.

კიდევ ერთი კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამით, რომელიც მეფუტკრეობის მხარდაჭერას გულისხმობს, ამოქმედებიდან, 2015 წლიდან 2020 წლის ჩათვლით 207 კოოპერატივი დაფინანსდა. მათ შორის აჭარაში -2; გურიაში -1; თბილისში-5; იმერეთში -36; კახეთში -19; მცხეთა-მთიანეთში-12; რაჭა-ლეჩხუმში - 44; სამეგრელოში-19; სამცხე-ჯავახეთში -49; ქვემო ქართლში -14; შიდა ქართლში - 6.

მოცემულ პერიოდში 207 კოოპერატივზე გადაცემულია 19 313 ერთეული ხის და პენოპოლისტიროლის სკები, 49 ერთეული თაფლის საწური, 116 400 ლიტრის მოცულობის შესანახი ავზები და სხვა.

ამ მიმართულებით სახელმწიფოს თანადაფინანსება 1.7 მლნ ლარს აღემატება.

სააგენტოს ცნობითვე, მიმდინარე წელს რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში ხელშეკრულება გაფორმდა - 3 ბენეფიციართან, მეფუტკრეობის პროგრამის ფარგლებში - 6 ბენეფიციართან.