მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა სოცდაუცველმა ისარგებლა 500-ლარიანი ვაუჩერით?

628de09c9e180
მარიამ იზორია
25.05.22 12:27
486
დედაქალაქის მერის განცხადებით, "სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა თუ ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა და როგორ შეძლებენ სოციალურად დაუცველი პენსიონრები მედიკამენტების უფასოდ მიღებას.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს. დღეის მდგომარეობით, უკვე 17 685–მა პენსიონერმა ისარგებლა. მათ 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება სხვადასხვა მედიკამენტზე, წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ძალიან მოქნილი და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ და პენსიონერებს ყველანაირად გვერდში დავუდგებით

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები არიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება. პროგრამის სარგებლობისთვის ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ცნობას მოგცემთ და საჭირო მედიკამენტებს მიუთითებს. შემდეგ კი პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში განათავსებს. მოკლე ტექსტური შეტყობინებით თქვენ მიიღებთ თბილისის მერიისგან სპეციალურ კოდს და ამის შემდეგ შეგეძლებათ, მედიკამენტების ასაღებად სასურველ აფთიაქს მიმართოთ”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციისთვის: „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, იანვრიდან დღემდე, ხუთი თვის განმავლობაში, მერიამ 6 120 150 ლარის ღირებულების მედიკამენტი დააფინანსა. პროგრამით სარგებლობის მიზნით, შემოსულია 33 110 მოთხოვნა. მათგან ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 30 445 მოთხოვნა.