მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამზან კადიროვი აცხადებს, რომ იგი პოსტს დროებით ტოვებს

5e1f70e8d8cfb
BM.GE
16.01.20 00:04
1719
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ იგი პოსტს დროებით ტოვებს და ამის მიზეზად არაშრომისუნარიანობას ასახელებს. ამის შესახებ kavkazr.com-ი იტყობინება, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს წარმოადგენს.

როგორც გამოცემა წერს, ჩეჩნეთის რესპიბლიკის ლიდერი უფლებამოსილებებს მთავრობის წარმომადგენელ მუსლიმ ხუჩიევს გადასცემს. შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც რამზან კადიროვის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, 13 იანვრით თარიღდება.