მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს მთავრობა საწვავის, პურის და მედიკამენტების გაძვირების შესაკავებლად - დავითაშვილი

6290e9b5066af
მარიამ ვარადაშვილი
27.05.22 19:46
1147
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ბაზრის დივერსიფიკაციის შედეგად, რაშიც მონაწილეობა მთავარობამაც მიიღო, არაბრენდირებულ ქსელებში მისი ფასი შემცირდა.

როგორც პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსავლისას დავითაშვილმა თქვა, მთავრობამ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზარი დეტალურად შეისწავლა, რათა გაეგო იყო თუ არა შესაძლებელი ფასის შემცირება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ პურის და მედიკამენტების ფასების შენარჩუნებისთვისაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

“ბიზნესთან ორგანიზებულად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დამატებით დივერსიფიკაცია მოგვეხდინა მოწოდების წყაროების. იქნება შუა აზიის ქვეყნები თუ სხვა მიწოდების წყაროები, მოვახერხეთ ალტერნატიული საწვავის ქვეყანაში შემოსვლის ხელშეწყობა. ამან საშუალება მოგვცა იმის, რომ საწვავზე ფასმა შემცირება დაიწყო. ამას ვხედავთ განსაკუთრებით არაბრენდირებულ, ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. საკმაოდ დიდი მუშაობა მოგვიწია ქსელებთან, დავინახეთ რომ ფასის შემცირების სივრცე იყოს და ეს შემცირება გაგრძელდა სხვადასხვა აქციების ფორმატში. იგივე ხდება სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. დავინახეთ პოლემიკა ხორბალსა და ფქვილზე და აქაც სახელმწიფოს გადაწყვეტილება ეფუძნება ერთ რამეს რომ ჩვენთვის ეკონომიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ ამის სასარგებლოდ, რათა ფქვილის ფასი ნაკლებად გაზრდილიყო”, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერის ჩართულობით წამლის ბაზრის ლიბერალიზაცია მოხდა, რაც გრძელდება და ამან საბოლოოდ მედიკამენტებზე ფასი უნდა შეამციროს.