მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებთ, რომ საავადმყოფოებში ნაცნობობის თემა დასრულდეს? - კაკულიას 3 კითხვა ტიკარაძეს

5e3ab1b893510
ინგა მურუსიძე
05.02.20 16:20
1552
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სამი კითხვით მიმართა:

1. ჩემთვის მაღალი სანდოობის მქონე ერთ-ერთ კლინიკის ხელმძღვანელს ვკითხე, რა საკითხს დააყენებდა თქვენს წინაშე; მან მითხრა, რომ საკითხი ბევრია, მაგრამ დაგვიანებული თანხები კლინიკებისადმი ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეც კი დამისახელა, აგვისტოს გადმორიცხვებს განიხილავდა, როცა სამი თვე არის ამისათვის. ის ამბობს, რომ დაგვიანებული გადმორიცხვები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს პაციენტებს. რა არის ამის მიზეზები?

2. მეორე შეკითხვა ეხება ცნობილ, 520-ე დადგენილებას. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, როცა მე ვხედავდი ამ ქვეყანაში ყველასთვის ცნობილ კარდიოლოგებს, რომელთა დადანაშაულება ტენდენციურობაში მე მიჭირს, გამოდიოდნენ და სვამდნენ კითხვებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მარტივად მითხარით, ისინი აზვიადებდნენ პრობლემას თუ არა? დეტალებში შესვლა არ მინდა, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგები დადგება თუ არა თქვენი გადაწყვეტილების გამო?

3. რას აკეთებთ იმისთვის, რომ საავადმყოფოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ტენდენცია - „დარეკე რაა, რომ ყურადღება მომაქციონ“. ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი, როცას ვიღაც ამ მიზეზით მაწუხებს. მესმის, რომ დაბალი ხელფასის საკითხია და ა.შ., მაგრამ მაინტერესებს რას აკეთებთ იმისთვის, რომ რაიმე სტანდარტი შეიქმნას და ნაცნობობის, ნათესაობის თემა დასრულდეს ამ ქვეყანაში.

პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. ის მინისტრის "საათის ფორმატში" დეპუტატების კითხვებს პასუხობს.