„ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებში, რაც მსოფლიოში ხდება“ - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ BM.GE-ის მიერ პურის მორიგი მოსალოდნელი გაძვირების შესახებ დასმულ კითხვას.
აპირებს თუ არა სახელმწიფო პურის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით, სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებას - ეს კითხვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული ინფლაციური პროცესების ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაზარდოს. ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ ხორბლის მოსავლიანობის გაზრდისთვის სახელმწიფო კონკრეტულ მექანიზმებს შეიმუშავებს.
„FAO-ს კვლევების შედეგად მარტში მსოფლიოში სურსათზე ფასები 13%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად იმ პროდუქტებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულები ვართ იმპორტზე, ხორბალი და ფქვილის სწორედ ასეთი საქონელია.
ამიტომ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში მარცვლეულის და ხორბლის წარმოების ზრდას, რომ თვითუზრუნველყოფის ნაწილში ქვეყანში წარმოება გავზარდოთ. სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ხორბლის წარმოება 36%-ით არის გაზრდილი, მაგრამ მეტის საშუალება გვაქვს. ამისთვის კონკრეტულ მექანიზმებს შევიმუშავებთ, რათა ქვეყანაში იმ მაჩვენებელს მივაღწიოთ, რომ მოთხოვნის 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“, - თქვა შამუგიამ.
ცნობისთვის: პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე მაისიდან პურის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობს. მისი განმარტებით, პურზე ფასი, სავარაუდოდ 20 თეთრამდე გაიზრდება. ერთ-ერთ მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასის ზრდა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფასად შემოვა ფქვილი რუსეთიდან.
ამავე დროს, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, ბაზრის არაპროგნოზირებადობის გამო, შეჩერებულია. ლევან სილაგავა მიზეზად სახელწმიფოს მიერ სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშრებით არსებულ გაურკვეველ ვითარებას ასახელებს და ამბობს, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატები პროცესს ვერ მართავენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი