სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობით სიახლეებს გეგმავს. ამის შესახებ „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ისაუბრა.
„წელს, იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობით, რომელიც პირველია მსოფლიოში უბედური შემთხვევის, კრიტიკული დაავადებების და სიცოცხლის დაზღვევის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვიმუშავეთ სიახლეზე - კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულზე ფიქსირებული, მოჭრილი ანაზღაურების გაცემას, დაავადების სერტიფიცირების შემთხვევაში. ეს ეხება 17 დაავადებას. როგორც კი დადგინდება რისკი, სადაზღვევო კომპანიის მიერ მყისიერად გაიცემა ანაზღაურება, რომელიც ადამიანმა შეიძლება მოიხმაროს ნებისმიერ კლინიკაში, ან თუნდაც მოახმაროს თავის ოჯახს. ამას მოიხსენიებენ, როგორც სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელ დაზღვევას. გვსურს, ამასთან ერთად სიცოცლის დაზღვევაც დავაპაკეტოთ, რათა დამსაქმებელმა დასაქმებულს უბედური შემთხვევის დაზღვევასთან ერთად კომპლექსურად შესთავაზოს“, - აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.
მისივე განმარტებით, პირველი ნაბიჯი სწორედ უბედური შემთხვევის დაზღვევა იყო.
„რა თქმა უნდა, მასში არის ხარვეზები, ვინაიდან ლიმიტები არ არის დაფიქსირებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფოსთან, 1 თვის წინაც ჩატარდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, რათა განისაზღვროს თუ რა ლიმიტზე უნდა იყოს დაზღვეული დასაქმებული“, - აღნიშნავს გიორგი ბარათაშვილი და დასძენს, რომ 2019 წელს ეს პოლისი დაახლოებით 1000 ორგანიზაციაზე გაიცა და მათ ამ წელს, დაახლოებით 25 000 ადამიანი დააზღვიეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის