მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ასახელებს IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის მთავარ მიღწევად და მარცხად?

5dd2f8bad5abc
BM.GE
18.11.19 23:57
847
IRI-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე „რას მიიჩნევთ ამჟამინდელი მთავრობის მთავარ მიღწევად?“, რესპოდენტთა 13% ჯანდაცვის რეფორმებს ასახელებს, 4-4% ინფრასტრუქტურას, განათლებას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და არა ძალადობას. 3-3% კი გაუმჯობესებულ გზებს, სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას.

ამასთან, მთავრობის ყველაზე დიდ მარცხად, გამოკითხულთა 12% შეუსრულებელ პირობებს, 8% ლარის გაუფასურებას, 7% 20 ივნისის მოვლენებს, 6% ეკონომიკურ კრიზისს, 5% მცოცავ ოკუპაციას, 4-4% უმუშევრობას, სიღარიბეს და კოაბიტაციას ასახელებს.

შეგახსენებთ, კვლევის საველე სამუშაოები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით, 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მაცხოვრებელმა.