10.აგვისტო .2020 20:00

რას აზღვევენ საქართველოში ყველაზე ხშირად?

views 512
უკან

2020 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში სადაზღვევო ბაზრის უმეტესი წილი (45%) სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამედიცინო დაზღვევის მოცულობამ 171.4 მლნ ლარი შეადგინა. ჯანმრთელობის დაზღვევას მოჰყვება ქონების (16%) და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა (16%) დაზღვევა, 59–59 მლნ ლარით.

შემდეგ მოდის სიცოცხლის დაზღვევა (7%) 26.3 მლნ ლარის მოცულობით, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (5%) 20.2 მლნ ლარით და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (4%) 13.6 მლნ ლარით.

საინტერესოა ასევე სხვა მიმართულებები, რასაც საქართველოში აზღვევენ. დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა