მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ეძებდა მსოფლიო 2020 წელს Google-ში ყველაზე ხშირად?

5fdcb9e08af3b
ნათია თაქთაქიშვილი
19.12.20 00:20
2412
Google-მა ყოველწლიური ანგარიში, Year in Search გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს თუ რას ეძებდა მსოფლიო პანდემიის პერიოდში ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში.

ანგარიშის მიხედვით, რეკორდი მოსხნა კითხვამ „რა დღეა დღეს?“.

ასევე ანგარიშიდან ირკვევა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოსახლეობა, ძირითადად, სახლის პირობებში თავის მოვლის შესახებ ეძებდა ინფორმაციას.

ყველაზე ხშირად მოძიებულ კითხვებზე პასუხების ჩამონათვალი ასეთია:

როგორ შევჭრათ მამაკაცს თმა სახლის პირობებში?
როგორ დავიხვიოთ თმა სახლის პირობებში?
როგორ შევიღებოთ თმა სახლის პირობებში?
როგორ დავიბანოთ ხელები?
როგორ დავამზადოთ ხელის სანიტაიზერი სახლის პირობებში?
როგორ შევკეროთ ნიღაბი?

ხოლო ყველაზე ხშირად მოძიებული თემების ჩამონათვალი ასეთია:

1. არჩევნების შედეგები
2. კორონავირუსი
3. კობი ბრაიანტი
4. კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
5. კორონავირუსის სიმპტომები.