მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად 2019 წელს აშშ-ში?

5df294e5be08c
BM.GE
13.12.19 00:10
3092
რას ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად 2019 წლის განმავლობაში აშშ-ში? მსოფლიო საძიებო სისტემამ ყველაზე ხშირად ძებნადი სიტყვები დაასახელა. ათეულში შევიდა სიტყვები და მოვლენები, ასევე ადამიანები და ფილმები, რომლებსაც მიმდინარე წელს აშშ-ში ყველაზე ხშირად ეძებდნენ.

ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. Disney+ – "Disney+" Disney-ის სტრიმინგ-სერვისია. "Disney+" მაყურებელს საშუალებას აძლევს დაუბრკოლებლად იხილოს Disney-ის კუთვნილი ბრენდების (“ვარსკვლავური ომები”, “მარველი”, “პიქსარი” და “დისნეის” საკუთარი სტუდია) მიერ გამოშვებული ბლოკბასტერები, იგი გასულ თვეს ამოქმედდა და უკვე რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს.

2. ქემერონ ბოისი - ეს 20 წლის ამერიკელი მსახიობი იყო, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. მის სიკვდილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ში. ახალგაზრდა მსახიობი კალიფორნიაში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ იგი ძილში ეპილეფსიის შედეგად დაიღუპა. ქემერონ ბოისი მონაწილეობდა Disney-ის ტელესერიალში „ჯესი“.

3. ნიფსი ჰასლი - ეს გავლენიანი და პოპულარული რეპერია. იგი 31 მაისს ტანსაცმელის მაღაზიის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ნიფსი ჰასლის სიკვდილის შედეგად რეპის სამყარო შოკირებული იყო.

4. ქარიშხალი „დორიანი“ - ქარიშხალმა რამდენიმე თვის წინ აშშ-ის, ბაჰამის კუნძულებს და კანადას გადაუარა. სტიქიამ მიწასთან გაასწორა ბაჰამის კუნძულების ცალკეული რაიონები. დაიღუპა 30 ადამიანი. ქარიშხლის გამო, არაერთ სანაპირო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ევაკუაცია განხორციელდა.

5. ანტონიო ბრაუნი - ბრაუნი ნაციონალური საფეხბურთო კლუბის ყოფილი მოთამაშეა. იგი New England Patriots-დან გაუშვეს, მას შემდეგ, რაც ის ორმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. თავად სპორტსმენი ბრალდებებს უარყოფს.

6. ლუკ პერი - ეს ამერიკელი მსახიობია, რომელიც 4 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი არაერთ პოპულარულ ტელესერიალში მონაწილეობდა. ასევე მონაწილეობდა კვენტინ ტარანტინოს ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის პრემიერაც მისი სიკვდილის შემდეგ შედგა.

7. „შურისმაძიებლები: დასასრული“ - ეს 2019 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმია, რომლის შემოსავალმაც ივლისის მონაცემებით, 2, 789 მილიარდი დოლარი შეადგინა. იგი წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი იყო, ამიტომაც Google-ში მას საკმაოდ ხშირად ეძებდნენ.

8. „სამეფო კარის თამაშები“ – HBO’ს ამ სერიალის ბოლო სეზონი სწორედ მიმდინარე წელს გამოვიდა, მისი მილიონობით გულშემატკივარი, ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდა.

9. iPhone 11 – iPhone-ის ეს მოდელი განახლებული და გაუმჯობესებული კამერით, ახალი ფერებით განსაკუთრებით პოპულარული გახდა iPhone-ის გულშემატკივრებს შორის. შესაბამისად, იგი Google-ის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ძებნადი გახდა.

10. ჯუსი სმოლეტი - ეს ცნობილი ამერიკელი მსახიობია. მისით განსაკუთრებით მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც მან წლის დასაწყისში განაცხადა, რომ სიძულვილის ენის მსხვერპლი გახდა. თუმცა, გამოძიებამ მოგვიანებით დაასკვნა, რომ ეს არ იყო სიმართლე.