27.ნოემბერი .2020 22:18

რას ელოდებიან მთის კურორტებზე შეზღუდვების დაწესებით? - „რედკოს“ შეფასება

რას ელოდებიან მთის კურორტებზე შეზღუდვების დაწესებით? - „რედკოს“ შეფასება
views 590
უკან

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მთის კურორტებზე შეზღუდვების დაწესება არასწორია. ამის შესახებ მალხაზ კუნელაურმა გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ზამთრის სეზონზე, რომელიც ტურისტული თვალსაზრისითაა გამორჩეული და რა დროსაც ფულის ხარჯვა და ეკონომიკის სტიმულირება ხდება, მთის კურორტების ასეთი ხანგრძლივი ორთვიანი დაკეტვა ვფიქრობ, რომ არასწორია და ალბათ არავინ ვდაობთ იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს სამთო კურორტებს, არამხოლოდ გუდაურზეა საუბარი, მათ შორის სხვა კურორტებიცაა. კურორტები მკვეთრად დაზარალდებიან“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც გუდაურში ერთ-ერთ დიდ საცხოვრებელ კომპლექსს მართავს, მიიჩნევს რომ ეს არამხოლოდ ბიზნესს, არამედ მოქალაქეებსაც დააზარალებს.

„ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის დაზარალება. ჩვენ შემთხვევაში გეტყვით, რომ გუდაურში 3 000 ნომერია, რომელსაც მესაკუთრე ჰყავს და თითოეული მათგანი მცირე მეწარმეა, რომელიც ნომრების გაქირავებით საკუთარ თავსაც ინახავს და იხდის იმ ხარჯებს, რომელიც ქონების შესანახადაა საჭირო.

არ არსებობს ნულოვანი გაჩერება, ეს პირიქით ზარალია იმ კუთხით, რომ ამ შენობებს მკაცრი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ხარჯების გაწევა სჭირდება. იქ გაზი უნდა ჩაირთოს. დაახლოებით გეტყვით, რომ სეზონზე იმისთვის, რომ შენობები და კომუნიკაციები იყოს ფუნქციური 3 მლნ ლარის ხარჯია საჭირო“, - განმარტავს „რედკოს“ გენერალური დირექტორი.

მახლაზ კუნელაური არსებული მდგომარეობის სიმძმეს ითვალისწინებს და აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში ერთი საუკეთესო გამოსავალი არ არსებობს.

„მესმის, რომ გვიწევს ორი მიმართულებით არჩევანის გაკეთება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეკონომიკა რამდენიმე თვეა ფაქტიურად ლოქდაუნის მდგომარეობაში იმყოფება და ყოველდღიურად მცირდება სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა