“საქართველო ერთ-ერთი პირველი განვითარებადი ქვეყანაა, რომელმაც გადაწყვიტა და ამ კოდექსის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვა დაიწყო", - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა სავალუტო ბაზრის წესის და ახალი პლატფორმის ამოქმედებაზე “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი პირველ რიგში სავალუტო ბაზარზე სამართლიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
“საერთაშორისო მასშტაბით სავალუტო ბაზარი წლების განმავლობაში არარეგულირებადი იყო, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ცენტრალურმა ბანკებმა სავალუტო ბაზრის მონაწილეებისთვის ერთიანი ქცევის წესის შექმნა გადაწყვიტეს. წამყვანი ცენტრალური, ასევე მსხვილი კომერციული ბანკები შეიკრიბნენ და რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად სავალუტო ბაზარზე გლობალური ქცევის კოდექსი შექმნეს. კოდექსი ამბობს, თუ რა არის სავალუტო ბაზარზე მუშაობის საუკეთესო პრაქტიკა და ამასთან განსაზღვრავს თუ რა არის მიუღებელი და არასწორი.
ჩვენ ამ კოდექსის წერის პროცესში ჩართულები ვიყავით და როგორც კი მისი გასაჯაროვება მოხდა, მუშაობა მის დანერგავზე დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ამას სერიოზული მუშაობა სჭირდებოდა. ჩვენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები გვყავდა და მათი მონაწილეობით წესის შემუშავება მოხდა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.
ამ წესის მთავარი მიზანი პირველ რიგში სავალუტო ბაზარზე სამართლიანობა და გამჭვირვალობაა, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვა", - განაცხადა ლალიაშვილმა.
გიორგი ლალიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომერციული ბანკები სავალუტო ბაზრის ახალ წესს კარგად მომზადებულები შეხვდნენ, თუმცა პირველ ეტაპზე გარკვეული სახის შეკითხვები ჰქონდათ.
“მათ თავიდან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ, რომელზეც მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გაეცათ. ბანკებს თავიანთ საინფორმაციო სისტემებში გარკვეული ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდათ იმისთვის, რომ კლიენტების განაცხადები შეუფერხებლად მიეღოთ", - აღნიშნა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა.
ცნობისთვის: პირველი ოქტომბრიდან სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ ბლუმბერგის ახალი Bmatch სავალუტო პლატფორმა მონაწილეთა უფრო ფართო წრისათვის გახდება ხელმისაწვდომი. ცვლილებით ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ სავალუტო ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას დროული და საჭირო ღონისძიებების გატარებით ხელი შეუწყოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი