მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობს აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით?

640851dfb2c84
გიორგი თოლორდავა
08.03.23 18:28
1055
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას კრიპტოინდუსტრიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ფინანსური რეგულაციების მნიშვნელობას.

პაუელის განცხადებით, კრიპტო და ციფრული აქტივების ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებლებმა აქტიურად ადევნონ თვალი განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებს.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა თაღლითობის შემთხვევები, მათ შორის რამდენიმე კი ნამდვილ ორგანიზებულ დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს, ამ შემთხვევაში FED-ის ხელმძღვანელმა კრიპტობირჟა FTX-სა და Terra/Luna-ზე მიუთითა.

არასათანადო გამჭვირვალობა, კონტროლის მექანიზმების არარსებობა და რისკის ექსტრემალურად მაღალი დონე - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პაუელმა ყურადღება გაამახვილა.

აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელის შეფასებით, მიუხედავად რისკებისა, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები მაინც ზომიერი და დაბალანსებული უნდა იყოს, რათა ტექნოლოგიურ პროგრესს ხელი არ შეეშალოს და ინოვაცია ზედმეტად არ შეიზღუდოს.