მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გააკეთებს სახელმწიფო, თუკი ხორბალი გაძვირდება? - მინისტრის პასუხი

63524da7eae74
მარიამ დემეტრაშვილი
21.10.22 11:49
668
ხორბლის მოსალოდნელ გაძვირებას გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრი ეხმაურება. როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, სამინისტრო მიმდინარე პროცესებს აკვირდება, იგეგმება სექტორის წარმომადგენლებთან მსჯელობა და მოსახლეობისთვის მისაღები გადაწყვეტილებების განხილვა.

„ვაკვირდებით ამ პროცესებს. თქვენ ნახეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხორბლის მომარაგების კუთხით შეფერხებები იყო და ეს ჩაანაცვლა ფქვილის იმპორტმა. შემდგომ გამოსწორდა ეს მდგომარეობა და იქამდეც მივედით, რომ გარკვეული კატეგორიის პურზე ფასები 10 თეთრით შემცირდა. აქტიურად არ ჩავერიეთ ამ პროცესებში, რითაც შევძელით ჩვენი უმთავრესი ამოცანის შესრულება ეს იყო, რომ არ გაძვირდა პური.

ახლაც ვხედავთ, რომ ხშირად იცვლება ხორბლის ფასი. შესაძლებელია, რომ ფასი გაიზარდოს. დავაკვირდებით მოვლენებს და ისევ სექტორთან ერთად ვიმსჯელებთ, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის: რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი 52%-ით გააძვირა. ახლა 1 ტონა ხორბალი 2 934 რუბლით იბეგრება. საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია.