მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გამოიწვევს 4-11 მაისს უქმეების გამოცხადება? - გიორგი ხიშტოვანის შეფასება

60747d930c33c
ანუკა ჯოხაძე
13.04.21 00:00
4740
“ამ უქმეების მაგალითზე შეიძლება დავინახოთ, რომ იმხელა სახელმწიფო აპარატი, რომელიც დღეს გვყავს, ქვეყნისთვის აუცილებელი არაა”, - ამის შესახებ BM.GE-ს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, უქმე დღეებზე კერძო სექტორი მაინც ჩვეულებრივ იმუშავებს. დასვენება მხოლოდ საჯარო სექტორს შეეხება. ეს კი საბოლოო ჯამში გაურკვევლობას გამოიწვევს.

“მე არ მჯერა, რომ უქმე დღეები ნიშნავს იმას, რომ ადამიანები შეწყვეტენ მუშაობას. სამწუხაროდ, ჩვენთან უქმე დღეები ამას არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ, რომ პირობითად მაისის დასაწყისში კომპანიები გაჩერდებიან. აქ მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ის, ზოგადად რამდენად სწორია ასეთი უქმე დღეების გამოცხადების პოლიტიკა, როდესაც  მოქალაქეების ნაწილი შეწყვეტს მუშაობას, ნაწილი კი გააგრძელებს. ეს კი საერთო ჯამში გაუგებარ მოცემულობას მოგვცემს. უქმე დღეები ცხადდება ძირითადად საჯარო სექტორისთვის, რადგან კერძო სექტორი გააგრძელებს მუშაობას. შეიძლება ამან დადებითი მოგვიტანოს ის, რომ რეალურად დავინახოთ საჯარო სექტორში ის ხარჯები და კადრები, რაც გვაქვს საჭიროა თუ არა. ზამთრის უქმეები და ამ უქმეების მაგალითზეც შეიძლება დავინახოთ, რომ იმხელა სახელმწიფო აპარატი, როგორიც დღეს გვყავს, არ არის აუცლებელი ქვეყნისთვის”, - აცხადებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.

ცნობისთვის, 4-11 მაისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები გამოცხადდა. ასევე, საკოორდინაციო საბჭომ დამსაქმებლებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა.

მთავრობამ უქმე დღეების გამოცხადების გადაწყვეტილება 2021 წლის ზამთარშიც მიიღო. 3-დან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულმა სავალდებულო უქმეებმა ეკონომიკის არაერთ სექტორს საქმიანობა შეუზღუდა. შედეგად, იანვარში საქართველოში დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 8.1%-ით, 5.88 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ასევე იანვარში საქართველოს ეკონომიკა რეკორდული ტემპით - 11.5%-ით შემცირდა.