მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს ახალი მთვარობა მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად?

5fe4916fa3c43
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 17:27
803
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, მედიკამენტებზე მოქალაქეების მხრიდან დანახარჯების შესამცირებლად ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, თუმცა, არსებობს სფეროები, სადაც სუბსიდირების გარეშე არაფერი გამოვა.

ამის შესახებ მან ჯანდაცვის ექს-მინისტრის დავით სერგეენკოს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად სახელმწიფოს მხრიდან „ხისტი პოლიტიკის“ გატარების მომხრეა.

"აქ მთავარი ამოცანა რეგულაციის საკითხებია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებელია და გაკეთებადია. ეს პრობლემა საკონტროლებლად რთულია, მაგრამ გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებით შეგვიძლია რეგულირების სააგენტოში ცვლილებებით სწრაფი შედეგის მიღებაც. ეს არ იქნება ყოვლისმომოცველი, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლითაც შეგვიძლია მოსახლეობისთვის შეღავათიანი ეფექტის შექმნა. თუმცა დარჩება ისეთი სფეროები, სადაც სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე არაფერი გამოვა და ეს ცოტა სხვა მიმართულებაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ხისტი პოლიტიკის“ გატარებას ერიდება და ამბობს, რომ მათ ეფექტური პოლიტიკის გატარება უნდა შეძლონ.

„კარგად გვესმის, რომ დღეს პანდემიის პირობებში ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა და ეს პრობლემა გლობალურადაც კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ამიტომ გპირდებით, რომ როგორც მე, ისე ჯანდაცვის მინისტრი, ყველა იმ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რაც ხელთ გვაქვს. სიტყვა - ხისტი არ მინდა გამოვიყენო, მაგრამ ეფექტურს დავარქმევდი ამას“, - თქვა გახარიამ.