07.ნოემბერი .2019 11:52

რას გეგმავს მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრობის შემდეგ?

views 452
უკან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მის დარგში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარი სამომავლო გეგმებიც ახსენა.

“ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა მრავალი უპრეცენდენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით, დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, რაც საიჭროებს კიდევ მეტ გაძლიერებას. ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა.

ეს არის "ქართული ოცნების" უდიდესი მიღწევა, პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვბნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის და ეს დადასტურდა საქმით. დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, პროფესიონელაბის იმ გუნდთან ერთად, რომლებიც სამინისტროში მუშაობენ იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება.

ვგეგმავ, ჩემი ენერგია სისტემის გარედან დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმებს...

ეს(თანამდებობის დატოვება) იყო ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება ჩემს გეგმებს, რომლებიც ასევე განათლების მიმართულებას უკავშირდება. ამ სფეროში ვიყავი წლების განმავლობაში და ამ სფეროში დავრჩები. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი კონკრეტული პროექტი განათლების კუთხით გაჩნდეს საქართველოში.  

ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გაიგებთ - როცა რაიმეს ვაკეთებდით, ჯერ ნაბიჯს ვდგამდით და მერე ვამბობდით. ამ შემთხვევაშიც, რამდენიმე კვირაში მოგეცემათ შესაძლებლობა, რომელიც ზუსტად მიანიშნებს...",- განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები და მალე გაცხადდება, ვინ იქნება მისი მოვალეობის შემსრულებელი.