მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს მთავრობა იმ ქვეყნებთან, რომელთაც საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა?

5f05734248f3f
ინგა მურუსიძე
08.07.20 11:17
878
იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში და დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი კარანტინის პირობებით და კარანტინის ხარჯებს თავად გაიღებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.

როგორც პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს არ ხსნიან - ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, შვეიცარია ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.

"რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში და დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი კარანტინის პირობებით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.

დასახელებული 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც უპირობოდ გახსნეს საზღვრები, გრძელდება მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზვღრებს არ ხსნიან - ავსტრია, ბელგია, დაბულგარეთი, დანა, ნორვეგია, მალტა შვეიცარია ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. რაც შეეხება უნგრეთს, შევთანხდმით, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია და ვიმუშავებთ მიმოსვლის აღდგენაზე. ზოგიერთმა ქვეყანამ, იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია, - გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეღდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყანაში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.