30.დეკემბერი .2019 19:35

რას გეგმავს მთავრობა სესხებზე 200 ათას ლარიანი ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით?

views 606
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემაზე 200 ათას ლარიან ზღვარზე მოქმედი რეგულაციის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გამოირკვეს და "სწორზე გავიდეთ".

"ახლა საუბარი იყო პრემიერთანაც, მე დავალებული მქონდა კონსულტაციები, ეროვნულიც ჩართული იყო, ვსაუბრობდით ამ საკითხზე. ვიმსჯელეთ, რომ ახლა 200 ათასიდან 100 ათასზე ჩამოწევა ნიშნავდა, რომ ბაზარი ისევ უნდა "გაიტენოს" დაბალპროცენტიანი, მაგრამ დოლარში აღებული სესხებით, სამომავლოდ ეს ისევ გააგრძელებს ზეწოლას ლარზე. ვამბობდით, რომ ხომ არ შეიძლება ამან სამშენებლო სექტორზე მოახდინოს ნეგატიური გავლენა?! დღეისთვის ლარი ცოტა ძვირია და იაფიანი დოლარის სესხებს დაასტიმულირებდა, ამის თქმა ცოტა ძნელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე დარჩება. თუმცა რომ ვნახეთ, ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, დეველოპერული სექტორი ვითარდება, იპოთეკის ნაწილში რა შეზღუდვებიც იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით, იქ მეტი შემსუბუქება უფრო უპრიანია ამ ეტაპზე", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

გიორგი ისაკაძე: ანუ, ჯერ არ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება? 

ვანო მაჭავარიანი: დიახ, არ იქნება. ბანკებთანაც ნასაუბრებია ამაზე. ლარიზაცია ისეთი მნიშვნელოვანი თემაა სამომავლოდ, რომ ასე ხელაღებით შეწირვა არც ღირდა ასე მალე. რეგულაციების მესამე ბლოკი იყო საფინანსო სექტორზე, კაპიტალზე მოთხოვნები და ა.შ. იქაც ამ შემთხვევაში მე უფრო ფრთხილი ვიქნები, რადგან ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის კომპეტენციაა, თუმცა ჩემი განწყობა არის ასეთი - იპოთეკის მსგავსად იქაც ზედმეტი სიფრთხილე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გამოვარკვიოთ და სწორზე გავიდეთ, ასეთ მნიშვნელოვან სფეროს ერთ ქვაბში ჩაყრა არ უხდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა