მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს საქართველო ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგოდ?

5e295cdd11e11
ინგა მურუსიძე
23.01.20 12:52
1354
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ირგვლივ მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, იწყება საინფორმაციო კამპანია ძირითადად ქვეყანაში შემოსვლის მსურველთათვის.

„მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო. ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაზე, როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოსული პირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სასაზღვრო ზონაში იყოს ბანერები და ფლაერები იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, თუკი ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, თუ მას აღმოაჩნდება სავარაუდო სიმპტომები ამ ინფექციასთან. მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომრები, რათა მათ დროულად შეეძლოთ ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ“, - განაცხადა გაბუნიამ.