მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს თბილისის მერია ახალი წლისთვის? - კალაძის უწყება მზადაა 2 მლნ ლარი დახარჯოს

5dea69fbafd41
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.19 21:58
1257
თბილისის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 1,996,000 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას. თანხმობის შემთხვევაში 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 

თითოეულ უწყებას, რომელიც გამარტივებული შესყიდვით გეგმავს მომსახურების მიღება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის უწევს არგუმენტირებულად დამტკიცება, თუ რატომ არის აუცილებელი ეს შესყიდვა კონკურსისა და აუქციონის გარეშე, პირდაპირი დაკონტრაქტებით გაფორმდეს. 

თბილისის მერია აღნიშნავს, რომ საახალწლო კონცერტი ამ კატეგორიის შესყიდვის განხორციელება კონცერტის სპეციფიკით არის განპირობებული:

"ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევარს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. ღონისძიებაში ჩართულები არიან სხვადასხვა შემსრულებლები, რომლებთანაც საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. გასათვალისწინებელია და მხედველობაში მისაღებია თითოეული მათგანის საჭიროებები და სხვა მრავალი ფაქტორი, რათა მათ შეძლონ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები (განსაკუთრებით საახალწლო ღონისძიებები), როგორ წესი, უფრო მასშტაბური გამოდის, ვიდრე წინასწარ იგეგმება, რადგან მოიცავს მრავალფეროვან და დიდი რაოდენობის აქტივობებს, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა,"- ნათქვამია მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

კახა კალაძის მიერ 2019 წლის 2 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანებით გაწერილია ის ხარჯთაღრიცხვა, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნდა დაიხარჯოს. დოკუმენტის მიხედვით, თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე 209,000 ლარი დაიხარჯება. 

ღონისძიებათა სრული ხარჯთაღრიცხვა ასეთია:


"საახალწლო ღონისძიებები მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით დაიწყება. ცენტრალური ნაძვის ხე ოფიციალური პირების მონაწილეობით საზეიმო ვითარებაში აინთება, გათამაშდება მინი მუსიკალური სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ე.წ. „საახალწლო ქალაქი“ მოეწყობა, სადაც, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები. ჩატარდება თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები, მსვლელობები კოსტიუმირებული მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით. გაიმართება თეატრალური წარმოდგენა “პატარა უფლისწული“, რომელიც შექმნილია თეატრის, ქორეოგრაფიის, თანამედროვე ცეკვის და საცირკო ნომრების გამოყენებით. განთავსდება თემატური ფოტოგადაღების კუთხეები, ინსტალაციები და სახელოსნოები. სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად. ორბელიანის მოედანზე განთავსდება სინთეტიკური საციგურაო მოედანი, სხვადასხვა საახალწლო თემატური ინსტალაციები. ყოველდღე გაიმართება ელექტრონული მუსიკის საღამოები,"- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.