მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობდა პუტინი სავიზო რეჟიმის მოხსნის მიზეზებზე საუბრისას? - კობახიძის მოსაზრება პუტინის განცხადებაზე

647310b85d36c
ალა ისპირიანი
28.05.23 12:11
1119
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 26 მაისს განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ რეაქციით, რაც სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოში მოჰყვა. "ვფიქრობდი, ყველა იტყოდა – მადლობა, კარგია. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნუთუ სულ გაგიჟდნენ?", - თქვა მან.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი მოსაზრებით, პუტინმა თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ფრენების აღდგენას და ფიქრობს, რომ პუტინი "ნაცმოძრაობას" გულისხმობდა.

„რეალურად პუტინმა თქვა ასეთი რომ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. პროტესტი ჩვენი მხრიდან არ იყო გამოხატული როგორც მოგეხსენებათ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენა ის აპროტესტებს გულისხმობდა როგორც ჩანს "ნაცმოძრაობას". ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე „ნაცმოძრაობა“ აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. აბა ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს.

რუსეთი-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს დაეწესებინა უვიზო რეჟიმი. უფრო მეტიც, სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის 20 პროცენტის ჩაბარება. ეს იყო ნაცმოძრაობის მიერ განხორციელებული ქმედება“, - აღნიშნა კობახიძემ.