მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს ევროკავშირის ახალი რეგულაციები ორგანულ სოფლის მეურნეობაში?

6263d0245857c
ანუკა ჯოხაძე
23.04.22 15:30
1639
საქართველომ ორგანულ სოფლის მეურნეობაში ევროკავშირის მხრიდან 1-ელ იანვარს ამოქმედებული ახალი რეგულაციების ადგილობრივ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესი დაიწყო.

ახალი რეგულაციები ქართულ ენაზე ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის პროექტ “GRETA”-ს ფარგლებში უკვე ითარგმნა.

“პროექტ გრეტას ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ შუამავალი ადგილობრივი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარებთან ჰარმონიზაციის პროცესში. პირველ რიგში, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ფერმერებს, ძალიან მარტივად ქართულ ენაზე ნათარგმნს. თუმცა ამის მიღმა ისინი იღებენ ინფორმაციას, თუ როგორ დანერგონ ეს სტანდარტები სწორად”-აცხადებს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო ოფისის უფროსი ალექსანდრე კარნერი.

მას შემდეგ, რაც ორგანულ სოფლის მეურნეობაში ევროკავშირის ახალი რეგულაციების პროექტი "გრეტას" დახმარებით ითარგმნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა პირველი სამუშაო დაკუმენტი, რომელიც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან უკვე გაზიარებულია. როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოს კანონმდებლობასთან ახალი რეგულაციების ჰარმონიზების შემდეგ ქართველ ბიო მწარმოებლებს ბიო სერტიფიცირების პროცესი გაუმარტივდებათ.

“ახალი რეგულაციები გაამარტივებს ბიო სერტიფიცირების წესებსა და პირობებს. ასევე ახალი რეგულაციები შესაძლებლობას იძლევა მწარმოებლებმა პროდუქციის ჯგუფური ბიო სერტიფიცირება განახორციელონ, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება მცირე ფერმერებისთვის. ჩვენი პროექტის ფარგლებში სწორედ მცირე ფერმერებთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ახალ რეგულაციებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”-აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, დომინიკ პაპენჰაიემი.

პროექტის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილებები პოტენციალს და სარეალიზაციო ბაზრის არეალს მცირე მწარმოებლებსაც უზრდის.

ორგანული სოფლის მეურნეობისა და ბიო მასერთიფიცირებელი კომპანიებისთვის ევროკავშირის ახალი რეგულაციების ადგილობრივ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესი გრძელდება. მუშაობა გრძელდება ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის თანადაფინანსებული პროექტის “GRETA”-ს ფარგლებშც.

“მაშინ, როცა საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე პროექტ გრეტას ხელშეწყობით დამატებით მომზადდა დამხმარე დოკუმენტაცია განახლებულ ევრორეგულაციებზე, რომელიც გადაეცა სამინისტროს წარმომადგენლებს შესაბამისი პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. ასევე პროექტის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც იმუშავებენ ადგილობრივ ექსპერტებთან და გადახედავენ, თუ რამდენად არის შესაბამისობაში მოყვანილი ადგილობრივი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან,”-აცხადებს შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერი თინათინ გენებაშვილი.

პროექტის ფარგლებში ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების სექტორულ კვლევაც ტარდება, რომელიც როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგნელები ამბობენ, საქართველოს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში დაეხმარება.

ამასთან, პროექტი GRETA, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დაფინანსებით ხორციელდება, მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და  დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.  

პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 6,8 მილიონი ევროა.