მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს Moore Global-ის ახალი სოციალური პროექტი?

6415baf172f35
სალომე ხიდურელი
19.03.23 01:00
620
საერთაშორისო საკონსულტაციო-აუდიტური კომპანია Moore Global, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანასა და 30 000 თანამშრომელს აერთიანებს, საქართველოში ათ წელზე მეტია, ოპერირებს. კომპანია აუდიტის, ბუღალტერიისა და საგადასახადო მიმართულებებით კონსულტაციებს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს უწევს.

გასულ წელს კომპანიამ გლობალური მასშტაბის პროექტი სახელწოდებით "Social Ambition" წამოიწყო. ამ საკითხზე BM.GE-სთან Moore Georgia-ს წარმომადგენელი და პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო აბაიაძე საუბრობს.

„პროექტი ახლაგაზრდა ლიდერების ინიციატივაა. მისი მიზანია, საზოგადოებაზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ჩვენ, როგორც კომპანიას, მხოლოდ კომერციული მიზნები არ გვაქვს, ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობასაც და გვინდა, საზოგადოებას დავუბრუნოთ სიკეთე.

Social Ambition ქსელის შიგნით ხორციელდება, თუმცა ვპარტნიორობთ ჩვენს მომხმარებელ ორგანიზაციებთანაც და შეიძლება, მაგალითად, რომელიმე კომპანიასთან ერთად გარემოს დასუფთავების საქმიანობაში ჩავერთოთ. მსგავსი ტიპის თანამშრომლობისთვის ნებისმიერ კომპანიასთან, ფიზიკურ პირთან თუ უნივერსიტეტთან ღია ვართ“, - ამბობს სოფო აბაიაძე.

Moore Georgia-ს წარმომადგენლის განცხადებით, პროქტისთვის კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის და ის სხვადასხვა წელს სხვადასხვა მიზანს ემსახურება.

„2023 წლისთვის მთავარი საკითხი ქალების გაძლიერებაა. როგორც იცით, ქალები მენეჯერულ პოზიციებზე ბევრნი არ არიან და ჩვენ, როგორც ქსელი, ხელს ვუწყობთ მათ დაწინაურებას. ვცდილობთ, ქალები წავახალისოთ და შევუქმნათ შესაძლებლობა, თავიანთი თავი სრულად გამოავლინონ, იყვნენ ტოპ პოზიციებზე ისევე, როგორც მამაკაცები, ანალოგიური ანაზღაურებით.

ამ კონკრეტული მიმართულების გარდა, პროექტს რამდენიმე ძირითადი მიმართულება აქვს: გარემოს დაცვა, დასაქმებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, პასუხისმგებლიან მიმწოდებლებთან ურთიერთობა და ქსელის შიგნით თანამშრომლების განვითარება“, - განმარტავს სოფო აბაიაძე.

რაც შეეხება პროექტში განხორციელებულ ინვესტიციებს, Moore Georgia-ს წარმომადგენლის თქმით, „სოციალური ამბიციის“ ფარგლებში ჩატარებული აქტივობებისთვის, მოხალისეობრივი სამუშაოების გარდა, ფინანსური კონტრიბუციები სხვადასხვა ქვეყნის ოფისებიდან მობილიზდება.